IQOS ILUMA ONE დიაგნოსტიკა

IQOS ILUMA ONE დიაგნოსტიკა

TEREA-ს ღერის მოწყობილობაში მოთავსება

თუ TEREA-ს ღერი მოწყობილობაში ჩატყდა, სცადე ღერის ამოსაღები ხელსაწყოს გამოყენება, რათა ამოიღოთ ის მოწყობილობიდან.

რატომ ირთვება თეთრი ნათება მოწყობილობის მოხმარების დროს?

ეს მოხმარების დარჩენილი დროის მანიშნებელია. როდესაც მოწყობილობა დაიწყებს ვიბრაციას და მხოლოდ ერთი ნათურა აციმციმდება თეთრად, ნიშნავს, რომ მოხმარების გამოცდილება თითქმის დასრულდადა (დარჩენილია 2 ნაფაზი ან 30 წამი). დასახურად გადმოწიეთ თავსახური.

ყველა ნათება ორჯერ თეთრად აციმციმდა და შემდეგ მოწყობილობა გამოირთო.

ეს იმის მანიშნებელია, რომ შენი IQOS ILUMA ONE განსაზღვრული ტემპერატურული დიაპაზონის (0°C⁓40°C) მიღმაა. თუ ძალიან ცივა, გაათბე შენი მოწყობილობა ხელით და კიდევ სცადე.

ქვედა ნათება ყვითლად ციმციმებს

დააჭირე თითი IQOS ILUMA ONE-ის ღილაკს, რათა შეამოწმო მოწყობილობის ელემენტის დონე. თუ ქვედა ნათურა ყვითლად დაიწყებს ციმციმს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ელემენტი საჭიროებს დამუხტვას. დამუხტე IQOS ILUMA ONE მოწყობილობა თავსებადი კვების ბლოკით. სრულად დასატენად, შეაერთე მოწყობილობა მინიმუმ 75 წუთის განმავლობაში. სრულად დამუხტვის შემდეგ, ყველა ნათება თეთრად გაანათებს და შემდეგ გამოირთვება.

ქვედა ნათება წითლად ციმციმებს

ეს შესაძლოა მცირე ხარვეზის მანიშნებელი იყოს. სხცადე IQOS ILUMA ONE მოწყობილობის გადატვირთვა. თუ წითელი ნათება კვლავ ანათებს, დაუკავშირდი ჩვენს მომხმარებელთა ზრუნვის ცენტრს.

გადატვირთე

დააჭირე IQOS ILUMA ONE-ის ღილაკს 7 წამის განმავლობაში, შემდეგ აუშვი მას ხელი. სტატუსის მაჩვენებელი ნათება გამოირთვება, ორჯერ აციმციმდება და შემდეგ კვლავ აინთება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარეობს გადატვირთვა.

TEREA-ს ღერები შედარებით დაბალი ხარისხის აეროზოლს წარმოქმნიან?

დარწმუნდი, რომ TEREA-ს ღერი თითოეული მოხმარების დროს სწორად არის მოწყობილობაში მოთავსებული, მომხმარებელთა სახელმძღვანელოს შესაბამისად.
TEREA-ს შეფუთვა არ უნდა შეინახო ისეთ გარემოში, რომელიც არის ნესტიანი ან ძალიან მშრალი. ასეთმა პირობებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს აეროზოლის ხარისხზე.

IQOS ILUMATM განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORETM ღერებთან მოხმარებისთვის. არ გამოიყენო SMARTCORETM ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORETM ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კითხვები გაქვს? იპოვე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე აქ

დარჩა გაურკვეველი საკითხი?

ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 19:00-საათამდე.

თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.

გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.