მეცნიერება და ხედვა.

მეცნიერება და ხედვა.

IQOS-ი მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ხედვის ერთიანობაა.

მეცნიერება გასახურებელ თამბაქოს უკან

მეცნიერება გასახურებელ თამბაქოს უკან

ჩვენ გვჯერა მეცნიერების. გვჯერა, რომ მას აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს ცხოვრება იმ მილიონობით სრულწლოვანი მწეველის, ვინც სხვაგვარად გააგრძელებდა ტრადიციული სიგარეტის მოწევას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მეცნიერებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა მნიშვნელოვან იდეაზე: შევქმნათ ნაკლები ზიანის მქონე პროდუქტი, რომელიც დაეხმარება სიგარეტის სრულწლოვან მწეველებს, გადავიდნენ ალტერნატიული პროდუქტის მოხმარებაზე. შვეიცარიასა და სინგაპურში არსებულ PMI-ს საერთაშორისო კვლევისა და განვითარების ცენტრში, ასობით მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა IQOS-ის შექმნასა და განვითარებაზე, იმ ინოვაციურ ელექტრონულ მოწყობილობაზე, რომელიც არ წვავს თამბაქოს, არამედ ახურებს მას. მოწყობილობა წარმოქმნის თამბაქოს აეროზოლს, რომელიც მწეველს სასურველი თამბაქოს გემოთი და ნიკოტინით უზრუნველყოფს.

შემოწმებულია უმაღლესი სტანდარტებით.

შემოწმებულია უმაღლესი სტანდარტებით.

IQOS-მა გაიარა დეტალური სამეცნიერო შემოწმება, მათ შორის, დღემდე, 18 არაკლინიკური და 10 კლინიკური კვლევა, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

მართალია IQOS-ის მოხმარება არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულება აჩვენებს, ტრადიციული სიგარეტის მოწევიდან IQOS-ის მოხმარებაზე სრულად გადასვლა სრულწლოვანი მწეველის ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანია.*

*IQOS-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ერთიანობა, სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით

შემოწმებულია უმაღლესი სტანდარტებით.

რატომ არის გახურება უკეთესი

რატომ არის გახურება უკეთესი

დღეს სამყარო ტექნოლოგიების გარშემო ბრუნავს. წლების განმავლობაში, მათ რადიკალურად შეცვალეს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ - ის, თუ როგორ ვმუშაობთ, ვკომუნიცირებთ, ვმოგზაურობთ. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის გაერთიანებით კი ჩვენ შევქმენით ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთესი ალტერნატივა. IQOS-ი ცვლის თამბაქოს მოხმარების გამოცდილებას იმ სრულწლოვანი მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS ILUMA არ არის რისკისგან თავისუფალი.

IQOS-ი ახურებს თამბაქოს გახურებას მისი წვის ნაცვლად, მარტივი მიზეზის გამო: თამბაქოს წვა დიდი რაოდენობით მავნე ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს, როგორიცაა კარბონის მონოქსიდი იგივე მხუთავი აირი.

რატომ არის გახურება უკეთესი

გახურების ტექნოლოგია

გახურების ტექნოლოგია

სიგარეტი თამბაქოს მაღალ ტემპერატურაზე წვავს, შედეგად წარმოქმნის ფერფლს, კუპრსა და კვამლს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მავნე ქიმიურ ნივთიერებას. სიგარეტის კვამლი აერთიანებს 6000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 100 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების ორგანიზაციების მიერ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს უკავშირდება.

IQOS ILUMA SMARTCORE ინდუქციური სისტემაTM და IQOS HeatControlTM ტექნოლოგია თამბაქოს შედარებით დაბალ ტემპერატურამდე ახურებს, შედეგად არ წვავს მას. რადგან არ ხდება წვა, IQOS-ი არ წარმოქმნის კვამლს.

გახურების ტექნოლოგია

სიგარეტი წარმოქმნის კუპრს. IQOS ILUMA - არა.

კუპრი არის სიგარეტის წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლის ნარჩენი. IQOS-ი არ წარმოქმნის კუპრს, რადგან ის თამბაქოს წვის ნაცვლად ახურებს. ის წარმოქმნის აეროზოლს, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება კუპრისგან და შედგება მავნე ნივთიერებების მნიშვნელოვნად დაბალი დონისგან.*

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კუპრის არარსებობა არ ნიშნავს, რომ IQOS-ი არის რისკისგან თავისუფალი. IQOS-ი წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

*ეს ნიშნავს იმ 9 მავნე ქიმიური ნივთიერების დონის შემცირებას სიგარეტის კვამლში, რომლის შემცირებასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას და, რომელიც არ მოიცავს ნიკოტინს.

სიგარეტი წარმოქმნის კუპრს. IQOS ILUMA - არა.

თამბაქოს აეროზოლი vs კვამლი

IQOS-ის თამბაქოს აეროზოლი ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ამის დემონსტრირებისათვის, ჩვენ ჩავატარეთ ყოვლისმომცველი შეფასების პროგრამა, რომელიც მოიცავდა 10 კლინიკურ კვლევას აეროზოლის ქიმიური შემადგენლობის შესახებ (ისევე, როგორც 18 არაკლინიკური კვლევა), რომელშიც ჩართული იყო ათასობით მონაწილე აშშ-დან, იაპონიიდან, დიდ ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ IQOS-ის მოხმარებაზე სრულად გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, ნაკლებ რისკს შეიცავს.*

*IQOS-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ერთიანობა, სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით. იხილეთ მნიშვნელოვანი ინოფრმაციის გვერდი.

თამბაქოს აეროზოლი vs კვამლი
თამბაქოს აეროზოლი vs კვამლი

თამბაქოს აეროზოლი vs კვამლი

IQOS-ის თამბაქოს აეროზოლი ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ამის დემონსტრირებისათვის, ჩვენ ჩავატარეთ ყოვლისმომცველი შეფასების პროგრამა, რომელიც მოიცავდა 10 კლინიკურ კვლევას აეროზოლის ქიმიური შემადგენლობის შესახებ (ისევე, როგორც 18 არაკლინიკური კვლევა), რომელშიც ჩართული იყო ათასობით მონაწილე აშშ-დან, იაპონიიდან, დიდ ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ IQOS-ის მოხმარებაზე სრულად გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, ნაკლებ რისკს შეიცავს.*

*IQOS-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ერთიანობა, სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით. იხილეთ მნიშვნელოვანი ინოფრმაციის გვერდი.

Სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS არ წვავს თამბაქოს.

სიგარეტი წვავს თამბაქოს და წარმოქმნის დიდი რაოდენობით მხუთავ აირს. IQOS ILUMA არ წვავს თამბაქოს, შესაბამისად წარმოქმნის 98%-ით ნაკლებ მხუთავ აირს (CO) და სიგარეტთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობის მავნე ნივთიერებებს.*

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს რისკის 98%-ით შემცირებას, მხუთავი აირი არის ერთ-ერთი იმ მრავალ მავნე ნივთიერებას შორის, რომელიც სიგარეტის კვამლშია წარმოდგენილი. IQOS ILUMA არ არის რისკისგან თავისუფალი და წარმოქმნის ნიკოტინს, რაც იწვევს დამოკიდებულებას.

*ჩვენ გავზომეთ სიგარეტის კვამლში არსებული იმ 9 მავნე ქიმიური ნივთიერების დონეები, რომელთა შემცირებასაც რეკომენდაციას უწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ნივთიერებები არ მოიცავს ნიკოტინს და მათი დონე საშუალოდ 98%-ით არის შემცირებული. იხილეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

სიგარეტთან შედარებით, IQOS-ი წარმოქმნის ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას.*

შიდა ჰაერის ხარისხი

შიდა ჰაერის ხარისხი

შიდა ჰაერის ხარისხი (IAQ) მიემართება შენობის შიგნით არსებული ჰაერის ხარისხს, რომელიც ძირითადად გულისხმობს მაცხოვრებლების ჯანმრთელობისა და კომფორტის უზრუნველყოფას. ტემპერატურა, ტენიანობა და დამაბინძურებლები ის ფაქტორებია, რაც ზეგავლენას ახდენს შიდა ჰაერის ხარისხზე. თუმცა, ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა, როგორებიცაა საკვების მომზადება, დასუფთავება ან მოწევა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მასზე.

იმისათვის, რომ უფრო მეტი გაგვეგო თუ რა გავლენას ახდენს IQOS ILUMA შიდა ჰაერის ხარისხზე, ჩვენ შევქმენით „რეალური სამყაროს” სიმულაცია. ჩვენი ტესტირების მეთოდები დადასტურებულია და აქვს ISO აკრედიტაცია.

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ რადგან IQOS ILUMA არ წვავს თამბაქოს, არ წარმოქმნის კვამლს, ის მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, როგორიც მაგალითად მხუთავი აირია.

შიდა ჰაერის ხარისხი

IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა

IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა

IQOS ILUMA მომხმარებელს აწვდის სიგარეტის მსგავს კმაყოფილებას.* აღმოაჩინე უფრო მეტი სამეცნიერო მოგზაურობის შესახებ.

*დაყრდნობით კლინიკურ კვლევებზე, აეროზოლის ქიმიასა და კმაყოფილების დეკლარაციის დონეზე 600 სრულწლოვანი მომხმარებლის მიერ იაპონიაში 2022 წელს.

IQOS-ი არ არის რისკისგან თავისუფალი. ის წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. საუკეთესო არჩევანი, რომელიც მწეველს შეუძლია მიიღოს, თამბაქოს მოხმარებისა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის სრულად დანებებაა.

*3 თვიანი კლინიკური კვლევა, რომელიც აშშ-სა და იაპონიაში რეალური სამყაროსთან დაახლოებულ პირობებში ჩატარდა, თითოეულ მათგანში 160 სრულწლოვანი მწეველი მონაწილეობდა.

IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა