Self-diagnose your IQOS ILUMA i

IQOS ILUMA i-ის დიაგნოსტიკა

სენსორულ ეკრანზე ციფრი “0” ციმციმებს

შენი IQOS ILUMA i მოწყობილობის ეკრანზე ციფრი “0” სამჯერ ციმციმებს? ეს ნიშნავს, რომ შენი გასახურებელი მოწყობილობა დამჯდარია.

გაინტერესებს როგორ დამუხტო ის?

  1. მოათავსე გასახურებელი მოწყობილობა უკან დამტენ მოწყობილობაში. დარწმუნდი, რომ სწორადაა მოთავსებული და დახურე საფარი.
  2. დარწმუნდი, რომ დამტენი მოწყობილობა საკმარისად დამუხტულია, რათა შეძლოს გასახურებელი მოწყობილობის სრულად დამუხტვა.
  3. დატოვე გასახურებელი მოწყობილობა დასამუხტად მანამ, სანამ დამტენ მოწყობილობაზე მინიმუმ ერთი ნათება არ გახდება სტაბილურად თეთრი.
სენსორულ ეკრანზე ციფრი “0” ციმციმებს

გასახურებელ მოწყობილობაზე ნათებები არ ინთება

სენსორულ ეკრანზე თითის გადატარების შემდეგ გასახურებელ მოწყობილობაზე ნათებები არ ინთება?

ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

  1. შეამოწმე, დამტენი მოწყობილობა დამუხტულია თუ არა იმდენად, რომ მინიმუმ ერთი მოხმარების შესაძლებლობა მოგცეს. ამისათვის მინიმუმ ერთი ნათება უნდა იყოს სტაბილურად თეთრი.
  2. გაწმინდე კონტაქტის ადგილები გასახურებელ მოწყობილობასა და დამტენ მოწყობილობას შორის.
  3. გასახურებელი მოწყობილობა მოათავსე დამტენ მოწყობილობაში და დარწმუნდი, რომ სწორადაა მოთავსებული. დატოვე გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში მანამ, სანამ მინიმუმ ერთი ნათება არ გახდება სტაბილურად თეთრი.
  4. ამოიღე გასახურებელი მოწყობილობა დამტენი მოწყობილობიდან და გადაატარე თითი სენსორულ ეკრანს ქვემოდან ზემოთ.
გასახურებელ მოწყობილობაზე ნათებები არ ინთება

პაუზის რეჟიმი არ არის ხელმისაწვდომი

პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ პაუზის რეჟიმის ფუნქცია გააქტიურებულია შენს მოწყობილობაზე.

  • პაუზის რეჟიმი გამოსახულია სენსორული ეკრანის ზედა ნაწილში, 2 მოკლე ვერტიკალური ხაზით.
  • თუ ვერტიკალური ხაზები არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ შენს მოწყობილობას პაუზის ფუნქცია არ აქვს გააქტიურებული. მის გასააქტიურებლად შეგიძლია ეწვიო IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიას.

თუ პაუზის რეჟიმი ხელმისაწვდომია:

* პაუზის რეჟიმი ხელმისაწვდომია ორი თანმიმდევრული გამოცდილებიდან მხოლოდ ერთზე. (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა მუშაობს სტანდარტულ რეჟიმში) მისი გააქტიურება შესაძლებელია მოხმარების დაწყებიდან 3 წუთის ან 8 ნაფაზის განმავლობაში.

1. პაუზის რეჟიმის გასააქტიურებლად სენსორულ ეკრანს გადაატარე თითი ზემოდან ქვემოთ

თუ თითს არ გადაატარებ სენსორული ეკრანის მთელ ზედაპირს, პაუზის რეჟიმი არ გააქტიურდება

2. პაუზის რეჟიმის გასაუქმებლად გადაატარე თითი სენსორულ ეკრანს ქვემოდან ზემოთ და დაელოდე წინასწარი გახურების დაწყებას.

პაუზის რეჟიმი მაქსიმუმ 8 წუთს გრძელდება. თუ ამ დროის განმავლობაში მოხმარება არ გაგრძელდება, გასახურებელი მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.

პაუზის რეჟიმი არ არის ხელმისაწვდომი

FlexPuff არ მუშაობს

შენი მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს შესუნთქული აეროზოლის მოცულობას, რის შედეგადაც, შესაძლოა გაააქტიუროს FlexPuff.

შესაბამისად, შესაძლოა დამატებითი ნაფაზები არ ვრცელდებოდეს ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე.

პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.

FlexPuff-ის გააქტიურების შემთხვევაში, შენ მიიღებ დამატებით 4 ნაფაზს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დარჩენილი 6 წუთის განმავლობაში. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად შეგიძლია ეწვიო IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიებს.

FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე.

FlexPuff არ მუშაობს

კითხვები გაქვს? იპოვე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე აქ

დარჩა გაურკვეველი საკითხი?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

Service Centers icon

იპოვე შენთან ყველაზე ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზია.

Facebook icon

შეგიძლია გამოგვიგზავნო შეტყობინება Facebook-ზე

Viber icon

ხელმისაწვდომია ყველგან*, 24/7-ზე *მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია Viber-ის გამოყენება

Frequently Asked Questions icon

გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.

Want to chat? icon

ჩვენ შენს გვერდით ვართ — მაღაზიაში ან ონლაინ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. არჩევანი შენზეა.

Call center icon

თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

Mail icon

ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.

IQOS ILUMATM განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORETM ღერებთან მოხმარებისთვის.

არ გამოიყენო SMARTCORETM ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORETM ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.