IQOS ILUMA i ONE-ის დიაგნოსტიკა

IQOS ILUMA i ONE-ის დიაგნოსტიკა

IQOS ILUMA i ONE-ის ზედა და ქვედა ნათებები ციმციმებენ თეთრად.

მოხმარების დაწყების მცდელობისას, ღილაკზე თითის დაჭერისას ზედა და ქვედა ნათებები თეთრად ციმციმებენ.

ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობაზე გააქტიურებულია ბლოკირების რეჟიმი.

ასეთ შემთხვევაში, დაგჭირდება დამატებითი მხარდაჭერა ჩვენი გაყიდვების ექსპერტისგან.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, შეგიძლია ეწვიო ჩვენს ოფიციალურ მაღაზიებს, სადაც ჩვენი ექსპერტი დაგეხმარება ხარვეზის დროულად აღმოფხვრაში.

IQOS ILUMA i ONE-ის ზედა და ქვედა ნათებები ციმციმებენ თეთრად.

FlexPuff არ მუშაობს

FlexPuff-ის ფუნქცია შექმნილია გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.

FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე, ამიტომ გახანგრძლივებული გამოცდილება შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე ან მოხმარების ყველა გამოცდილებაზე.

FlexPuff არ მუშაობს

ნათებები ჩართულია მოწყობილობაზე, თუმცა არ იტენება. პაუზის რეჟიმი არ არის ხელმისაწვდომი.

ნათებები ჩართულია მოწყობილობაზე, თუმცა არ იტენება? ეს ნიშნავს, რომ დატენვის პორტებს გაწმენდა ესაჭიროება.

  1. გამოაერთე მოწყობილობა დენის წყაროდან და დარწმუნდი, რომ როგორც მოწყობილობის, ასევე დამტენი კაბელის პორტები მშრალი და სუფთაა ნებისმიერი დაბინძურებისგან.
  2. სრული დატენვისთვის, დამუხტე მოწყობილობა AC ადაპტერით (მისი შეძენა ცალკე არის შესაძლებელი) და კაბელით დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში. როდესაც მოწყობილობა სრულად დაიტენება, ეკრანზე გამოჩნდება 4 სტაბილურად თეთრი ნათება და შემდეგ გამოირთვება. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა სრულად დამჯდარია, ჩართვისას ნათებების გამოჩენას შეიძლება რამდენიმე წამი დასჭირდეს.
  3. თუ მოწყობილობაზე ნათებები ანათებს, მაგრამ მაინც არ იმუხტება, სცადე გადატვირთვა.

ამისათვის 10 წამის მანძილზე დააჭირე თითი მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკს.

*გადატვირთვა წარმატებულად ითვლება, როდესაც სტატუსის ნათებები თანდათან ქრება, შემდეგ იწყებს ორჯერ სწრაფად ციმციმს, მათი დონე ისევ იზრდება და ბოლოს ჩნდება მოწყობილობის დამუხტვის სტატუსი.

ნათებები ჩართულია მოწყობილობაზე, თუმცა არ იტენება. პაუზის რეჟიმი არ არის ხელმისაწვდომი.

კითხვები გაქვს? იპოვე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე აქ

დარჩა გაურკვეველი საკითხი?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

სერვის ცენტრები

იპოვე შენთან ყველაზე ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზია.

Facebook

შეგიძლია გამოგვიგზავნო შეტყობინება Facebook-ზე

Viber

ხელმისაწვდომია ყველგან*, 24/7-ზე *მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია Viber-ის გამოყენება

ხშირად დასმული კითხვები

გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.

 გსურს ჩვენთან დაკავშირება?

ჩვენ შენს გვერდით ვართ — მაღაზიაში ან ონლაინ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. არჩევანი შენზეა.

ქოლ-ცენტრი

თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ელ-ფოსტა

ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.

IQOS ILUMATM განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORETM ღერებთან მოხმარებისთვის.

არ გამოიყენო SMARTCORETM ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORETM ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.