პირველი ნაბიჯები შენს IQOS ILUMA i ONE-თან ერთად

პირველი ნაბიჯები შენს IQOS ILUMA i ONE-თან ერთად

გაიგე როგორ გამოიყენო შენი ახალი IQOS ILUMA i ONE

შენ შეიძინე ახალი IQOS ILUMA i ONE — გაინტერესებს როგორ გამოიყენო შენი მოწყობილობა პირველად?

  • 1. დააჭირე და 4 წამით გეჭიროს მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკზე თითი, შემდეგ გაუშვი; მოწყობილობის სტატუსის ნათებები ნელ-ნელა ჩაირთვება.
  • 2. პირველ გამოყენებამდე სრულად დამუხტე მოწყობილობა დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში, თანდართული გაფრთხილებებსა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.
  • 3. გადაწიე თავსახური და მოათავსე SMARTCORE STICTM ფილტრის ხაზამდე, სანამ მოწყობილობა ვიბრაციას არ დაიწყებს და სტატუსის ნათებები არ აციმციმდება.
  • 4. წინასწარი გახურება იწყება ავტომატურად პირველი ვიბრაციის შემდეგ ან ღილაკზე 1 წამის განმავლობაში დაჭერით. მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის მეორე ვიბრაციის შემდეგ.
  • 5. მოხმარებისას სტატუსის ნათებები აჩვენებენ დარჩენილ დროს. როდესაც მოწყობილობა დაიწყებს ვიბრაციას და ნათურები აციმციმდება, ნიშნავს, რომ დარჩენილი გაქვს ბოლო 2 ნაფაზი ან 30 წამი.
  • 6. მოხმარების დასრულების შემდეგ ამოიღე გამოყენებული SMARTCORE STICTM და გადააგდე უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად.
  • 7. გადაწიე და დახურე მოწყობილობის თავსახური.
    უყურე ვიდეოს, რათა უკეთ გაიგო, თუ როგორ გამოიყენო შენი IQOS ILUMA i ONE.

*მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS არ არის რისკისგან თავისუფალი.

გაიგე როგორ გამოიყენო შენი ახალი IQOS ILUMA i ONE

Přehrát video

გაიგე როგორ და რამდენი ხნით დამუხტო IQOS ILUMA i ONE

მიჰყევი მარტივ ინსტრუქციებს შენი მოწყობილობის ოპტიმალური დამუხტვისთვის.

  • 1. შეაერთე კვების AC ადაპტერი (მისი შეძენა ცალკე არის შესაძლებელი) და კაბელი შენს დამტენ მოწყობილობასთან, შემდეგ კი დენის წყაროსთან — სრულად დამუხტვისთვის საჭიროა 90 წუთი.
  • 2. დამუხტვისას დამტენ მოწყობილობაზე არსებული ნათებები დაიწყებენ ციმციმს.
  • 3. თუ შენი მოწყობილობა სრულადაა დამჯდარი, შესაძლოა პირველ ნათებას დასჭირდეს რამოდენიმე წამი, იმისათვის, რომ ყვითლად აციმციმდეს.• როგორც კი დამტენი მოწყობილობა 7%-ზე მეტად დაიმუხტება, ნათების ფერი შეიცვლება ყვითლიდან თეთრზე
  • 4. დამუხტვისას, ნათებები ციმციმებენ და აჩვენებენ დამუხტვის დონეს.
  • 4 ზოლი ანათებს თეთრად — 100% დამუხტვა
  • 3 ზოლი ანათებს თეთრად — 75% დამუხტვა
  • 2 ზოლი ანათებს თეთრად — 50% დამუხტვა
  • 1 ზოლი ანათებს თეთრად — 25% დამუხტვა

ნახე ვიდეო, რათა უკეთ გაიგო როგორ დამუხტო შენი IQOS ILUMA i ONE.

გაიგე როგორ და რამდენი ხნით დამუხტო IQOS ILUMA i ONE

IQOS ILUMA i ONE გაუმჯობესებული ფუნქციები

FlexPuff

  • FlexPuff ჭკვიანი ფუნქციაა, რომელმაც შენს ინდივიდუალურ მოხმარების სტილზე დაყრდნობით, შესაძლოა გაახანგრძლივოს მოხმარების დრო მაქსიმუმ 6 წუთით.
  • შენი მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს შესუნთქული აეროზოლის მოცულობას, რის შედეგადაც, შესაძლოა გაააქტიუროს FlexPuff.
  • თუ FlexPuff გააქტიურდება, შენ მიიღებ დამატებით 4ნაფაზს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დარჩენილი 6 წუთის განმავლობაში.
  • FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.
  • FlexPuff-ის გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა მომხმარებელზე.
  • პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.
  • სენსორული ეკრანის განათებები მიგანიშნებს, როდესაც დამატებითი ნაფაზები ხელმისაწვდომი გახდება
  • დარწმუნდი, რომ მოხმარების დროს პაუზის რეჟიმი არ არის ჩართული, რადგან ეს ხელს შეუშლის FlexPuff-ის ფუნქციის გააქტიურებას.

როგორ მუშაობს: IQOS ILUMA i ONE-ს გამოყენების რჩევები

SMARTCORETM ღერის მოთავსება

გაითვალისწინე, რომ IQOS ILUMA i ONE მოწყობილობასთან გამოიყენო მხოლოდ SMARTCORE STICKSTM. ისინი ერთჯერადი მოხმარებისთვისაა შექმნილი, ამიტომ დარწმუნდი, რომ არ მოიხმარ უკვე გამოყენებულ ღერს.

დარწმუნდი, რომ მოწყობილობა დამუხტულია

დამუხტე შენი IQOS ILUMA i ONE დამტენი მოწყობილობა შესაბამისი AC ადაპტერით (იყიდება ცალკე) და კაბელით.

მოწყობილობის პერსონალიზაცია

ჩვენი აქსესუარების ასორტიმენტის დახმარებით, გახადე შენი IQOS ILUMA i ONE შენს სტილზე მორგებული - შეუხამე სხვადასხვა დიზაინი და ფერი, აქციე შენი მოწყობილობა გამორჩეულად.

IQOS ILUMA i ONE მომხმარებლის სახელმძღვანელო

ჩვენს IQOS ILUMA i ONE-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოში უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაგხვდება. IQOS ILUMA i ONE-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო მოგცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიგო როგორ მუშაობს შენი მოწყობილობა და როგორ გამოიყენო ის.

გადმოწერა

ეს პროდუქტი არ არის რისკისგან თავისუფალი. იგი წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

დარჩა გაურკვეველი საკითხი?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

იპოვე შენთან ყველაზე ახლოს მდებარე IQOS-ის მაღაზია.

შეგიძლია გამოგვიგზავნო შეტყობინება Facebook-ზე

ხელმისაწვდომია ყველგან*, 24/7-ზე *მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია Viber-ის გამოყენება

გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.

ჩვენ შენს გვერდით ვართ — მაღაზიაში ან ონლაინ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. არჩევანი შენზეა.

თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.

IQOS ILUMATM განკუთვნილია მხოლოდ SMARTCORETM ღერებთან მოხმარებისთვის.
არ გამოიყენო SMARTCORETM ღერები IQOS-ის წინა თაობის მოწყობილობებთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი მოწყობილობის დაზიანება. არ გადაყლაპო ან დაშალო SMARTCORETM ღერი, რადგან ის შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
იხილე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.