ასაკის ვერიფიკაციის წესები და პირობები
ასაკის ვერიფიკაცია / დისტანციური და ფიზიკური ვერიფიკაცია
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე ასაკის ვერიფიკაციის წესები და პირობები („წესები და პირობები“) ვრცელდება კომპანიის მიერ განხორციელებულ ასაკის ვერიფიკაციის პროცესზე, რომლის მიზანია სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის (მწეველებისთვის ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მომხმარებლებისთვის) ხელმისაწვდომ პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა.
თუ აღნიშნულ წესებსა და პირობებში კონკრეტული ტერმინი, სხვაგვარად არ არის განმარტებული, მას ენიჭება ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებში განსაზღვრული მნიშვნელობა.
ვებგვერდზე შესვლით, მისი გამოყენებით ან სრულწლოვან მომხმარებელთა ბაზაში ანგარიშის რეგისტრაციით, თქვენ აცხადებთ, რომ ხართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სრულწლოვანი ასაკის. კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ბუნებიდან გამომდინარე, კომპანიამ უნდა მიიღოს დასტური თქვენგან, რომ თქვენ ხართ მინიმუმ 18 წლის, ვიდრე მიიღებთ შესაბამის პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომას.
ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საქართველოში სრულწლოვანების ასაკად მიიჩნევა 18 წელი.
კომპანიის მიერ ასაკის ვერიფიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდის გამოყენებისას, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, წინამდებარე წესები და პირობები, ეთანხმებით მას და თანახმა ხართ დაიცვათ არჩეული ვერიფიკაციის მეთოდისთვის დადგენილი მოთხოვნები.
კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს, განაახლოს, შეიტანოს დამატებები/გააფართოვოს ან სრულად ან ნაწილობრივ სხვაგვარად დაარედაქტიროს ეს წესები და პირობები.
2. ასაკის ვერიფიკაციის ხელმისაწვდომი მეთოდები
ასაკის ვერიფიკაციის გასავლელად შეგიძლიათ აირჩიოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული მეთოდებიდან ერთ-ერთი:
- ასაკის ვერიფიკაცია YOTI-ის საშუალებით სახის სკანირების გზით;
- ასაკის ვერიფიკაცია IQOS-ის ქოლცენტრის აგენტთან ვიდეოზარის მეშვეობით; ან
- IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიაში IQOS-ის გაყიდვების ექსპერტის მიერ განხორციელებული ვერიფიკაცია.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მისაღები ასაკის ვერიფიკაციის მეთოდი, თითოეული მეთოდის ტექნიკური და ოპერაციული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
თუ არ გსურთ ასაკის დისტანციურად ვერიფიკაცია, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აირჩიოთ IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიაში ვიზიტის გზით ფიზიკური ვერიფიკაცია.
ასაკის ვერიფიკაციის ეს პროცედურა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სრულწლოვანება მოცემულ მომენტამდე არ დადასტურებულა კომპანიის ხელმისაწვდომი არხების მეშვეობით.
3. ასაკის ვერიფიკაციისა და მონაცემთა დამუშავების მიზანი
ასაკის ვერიფიკაციის ერთადერთი მიზანია თქვენი სრულწლოვანების დადასტურება. აღნიშნული პროცესი არ ემსახურება თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას და შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციის დამუშავებით, რომელიც აუცილებელია ასაკის ვერიფიკაციის მიზნისთვის.
ასაკის ვერიფიკაციის პროცესში კომპანია არ აგროვებს და არ ინახავს ბიომეტრიულ მონაცემებს. ვიდეოზარი არ იწერება, ხოლო პროცესის ფარგლებში განხილული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ასაკის ვერიფიკაციის მიზნით.
რეგისტრაციისთვის უკვე მოწოდებული ინფორმაციის გარდა, დამატებითი პერსონალური მონაცემები არ გროვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია თქვენ მიერ არჩეული ასაკის ვერიფიკაციის მეთოდის განხორციელებისთვის.
არჩეული ვერიფიკაციის მეთოდის შესაბამისად, გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმის დასადგენად, აკმაყოფილებთ თუ არა კანონით განსაზღვრულ ასაკობრივ მოთხოვნას.
დამატებითი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მოცემულია კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
4. პირადობის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი
ამ წესებისა და პირობების მიზნებისთვის, პირადობის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი“ ნიშნავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც არის ორიგინალი და რომლის მოქმედების ვადა არ არის გასული. ასეთ დოკუმენტებად მიიჩნევა:
- პასპორტი;
- პირადობის მოწმობა (ID ბარათი);
- მართვის მოწმობა; ან
- ბინადრობის მოწმობა.
კომპანიას უფლება აქვს არ მიიღოს დოკუმენტი, თუ იგი არავალიდურია, დაზიანებულია, არ იკითხება მასზე მითითებული ინფორმაცია, მისი მოქმედების ვადა გასულია, ან მისი გამოყენებით შეუძლებელია დადასტურება, რომ თქვენ აკმაყოფილებთ კანონით განსაზღვრულ ასაკობრივ მოთხოვნას.
5. ასაკის ვერიფიკაცია სახის სკანირების საშუალებით (YOTI)
თუ ასაკის ვერიფიკაციისთვის აირჩევთ სახის სკანირებას, პროცესი განხორციელდება იმ მოწყობილობის კამერის მეშვეობით, რომლითაც ვებგვერდზე შედიხართ.
YOTI-ის ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სისტემის საშუალებით აანალიზებს სახის ზოგად მახასიათებლებს და ახდენს ასაკის შეფასებას სტატისტიკური მოდელის გამოყენებით. YOTI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.yoti.com-ზე.
პროცესი მიმდინარეობს რეალურ დროში. ამ პროცესის ფარგლებში არ ინახება თქვენი მონაცემები ან ფიზიკური მახასიათებლები, არ ხდება თქვენი იდენტიფიცირება და არ ინახება ბიომეტრიული მონაცემები.
სახის სკანირებით ასაკის ვერიფიკაციის წარმატებით დასასრულებლად, აუცილებელია ვებგვერდზე მოცემული ინსტრუქციების დაცვა.
6. ასაკის ვერიფიკაცია ვიდეოზარის საშუალებით
თუ აირჩევთ ასაკის ვერიფიკაციას ვიდეოზარის საშუალებით, ასაკის ვერიფიკაციის მიზნით თქვენთვის შეიქმნება და გამოგეგზავნებათ ვიდეოზარის ბმული.
ბმული განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და აქტიურია მისი შექმნიდან ხუთი (5) წუთის განმავლობაში. თუ ბმულის მოქმედების ვადა ამოიწურება ვერიფიკაციის დასრულებამდე, საჭირო იქნება ვერიფიკაციის ახალი სესიის დაწყება.
ვიდეოზარით ასაკის ვერიფიკაციის წარმატებით გასავლელად:
- უნდა გქონდეთ უწყვეტი ინტერნეტკავშირი;
- ვერიფიკაციის მთელი პროცესის განმავლობაში ჩართული უნდა გქონდეთ კამერა;
- მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია, მათ შორის თქვენი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი, უნდა იყოს ზუსტი, მკაფიოდ უნდა ჩანდეს და იკითხებოდეს.
თუ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებთ ან IQOS-ის ქოლცენტრის აგენტი ვერ დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებთ კანონით განსაზღვრულ ასაკობრივ მოთხოვნას, ვიდეოზარით ასაკის ვერიფიკაცია წარუმატებლად დასრულდება. მსგავს შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ვერიფიკაციის ახალისესიის დაწყება ან სხვა ხელმისაწვდომი მეთოდის გამოყენება.
7. ფიზიკური ვერიფიკაცია
თუ აირჩევთ ასაკის ვერიფიკაციის ფიზიკურად გავლას IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიაში, IQOS-ის გაყიდვების ექსპერტი პირადად გადაამოწმებს თქვენს სრულწლოვანებას და მოგთხოვთ პირადობის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტის წარდგენას სრულწლოვანების დასადასტურებლად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიაში ვიზიტისას, კომპანიის შესაბამისი პროცედურების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა მოგეთხოვოთ პირადობის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტის წარდგენა მაშინაც კი, თუ ასაკის ვერიფიკაცია უკვე გავლილი გაქვთ სხვა არხის მეშვეობით.
8. წარუმატებელი ვერიფიკაცია და ალტერნატიული მეთოდები
თუ სახის სკანირება სამი მცდელობის შემდეგ ვერ დასრულდა წარმატებით, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაძლოა გქონდეთ საშუალება გამოიყენოთ ასაკის ვერიფიკაციის ალტერნატიული მეთოდი, მათ შორის ვიდეოზარი IQOS-ის ქოლცენტრის აგენტთან ან ფიზიკური ვერიფიკაცია IQOS-ის გაყიდვების ექსპერტთან.
ასაკის ვერიფიკაცია შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს შემდეგ შემთხვევებში:
- მომხმარებელი არ/ვერ აკმაყოფილებს ასაკის ვერიფიკაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
- მომხმარებელი არ წარადგენს პირადობის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტს;
- წარმოდგენილი დოკუმენტიდან დგინდება, რომ მომხმარებელი არ არის კანონით დადგენილი ასაკის;
- წარმოდგენილი დოკუმენტი არის არავალიდური, გასული აქვს მოქმედების ვადა, დაზიანებულია, არ იკითხება მასზე მითითებული ინფორმაცია, ან სხვა მიზეზით ვერ უზრუნველყოფს ასაკის ვერიფიკაციას;
- IQOS-ის ქოლცენტრის აგენტი ან IQOS-ის გაყიდვების ექსპერტი ვერ შეძლებს შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ მომხმარებელი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ასაკობრივ მოთხოვნას;
- სხვა გარემოებები შეუძლებელს ხდის ასაკის წარმატებით ვერიფიკაციას.
თუ ასაკის ვერიფიკაცია ვერ განხორციელდება ვერცერთი ხელმისაწვდომი მეთოდით, კომპანიის მოქმედი პროცედურებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, შეგიწყდებათ წვდომა თქვენს ანგარიშზე და წაიშლება თქვენი მონაცემები.
9. მონაცემების წაშლა და ანგარიშის დეაქტივაცია
თქვენ შეგიძლიათ, კომპანიის მოქედი პროცედურებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა და/ან თქვენი ანგარიშის დეაქტივაცია მომხმარებლების მონაცემთა ბაზიდან.
მსგავსი მოთხოვნა არ ცვლის და არ აუქმებს ასაკის ვერიფიკაციის იმ პროცესის კანონიერებას, რომელიც მონაცემების წაშლის ან ანგარიშის დეაქტივაციის მოთხოვნის გაკეთებამდე განხორციელდა.
თუ მომავალში კვლავ გადაწყვეტთ რეგისტრაციას, ასაკის ვერიფიკაციის პროცესი შესაძლოა ხელახლა განხორციელდეს იმ დროისთვის კომპანიის მოქმედი პროცედურების შესაბამისად / თუ მომავალში კვლავ დარეგისტრირდებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ასაკის ვერიფიკაციის პროცედურის ხელახლა გავლა, იმ დროს მოქმედი წესების და პირობების შესაბამისად.
10. სერვისის მომწოდებელი და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ასაკის ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ განხორციელების მიზნით, კომპანია შეიძლება თანამშრომლობდეს სერვისის მომწოდებელთან, მათ შორის — YOTI-სთან (www.yoti.com). ასევე, საჭიროების შემთხვევაში და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ასაკის ვერიფიკაციის პროცესში შეიძლება ჩაერთოს PMI-ის სხვა აფილირებული პირები
ასაკის ვერიფიკაციის პროცესთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების ნებისმიერი დამუშავება ან გადაცემა განხორციელდება მონაცემთა დაცვის მოქმედი მოთხოვნების, კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების დაცვით.
კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე წესებსა და პირობებზე და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ასაკის ვერიფიკაციის ნებისმიერი მეთოდის არჩევამდე და დასრულებამდე რეკომენდებულია ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.