
დააბრუნე ძველი IQOS-ის მოწყობილობები.
დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.
გაქვს ძველი IQOS-ის მოწყობილობა, რომელსაც აღარ იყენებ?
ჩვენი ცირკულარული პროგრამით, შეგიძლია ის დააბრუნო გადასამუშავებლად ან განახლებისათვის, IQOS-ის ოფიციალურ სერვის ცენტრში შენი შემდეგი ვიზიტის დროს.
ცირკულარულ პროგრამაში მონაწილეობისათვის
დააბრუნე ძველი IQOS-ის მოწყობილობები.
ისარგებლე Trade In-ით და სხვა სერვისებით.
ჩვენ განვაახლებთ ან გადავამუშავებთ შენს მოწყობილობას.

დაგვეხმარე ელ. მოწყობილობის ნარჩენების შემცირებაში.
დაბრუნებული მოწყობილობები, რომელთა განახლება შეუძლებელია, გადასამუშავებლად გაიგზავნება. ისინი გარდაიქმნება ახალ ნივთად ან გამოყენებული იქნება ენერგიის წარმოებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია
ცირკულარული პროგრამა გაძლევს საშუალებას დააბრუნო ძველი IQOS-ის და VEEV-ის მოწყობილობები რათა ჩვენ შევძლოთ მათი კომპონენტების გადამუშავება. ეს არის მარტივი გზა იმ მოწყობილობების დასაბრუნებლად, რომლებსაც აღარ იყენებ.
ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ნარჩენების შესამცირებლად, მასალები სათანადოდ გადამუშავდება, პლასტმასისა და ელექტრონული ნარჩენების ჩათვლით. ჩვენ ასევე სწორად განვკარგავთ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა მოწყობილობის ელემენტი.
Შენ შეგიძლია მიიტანო გამოყენებული IQOSTM-ის მოწყობილობა(ები) IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიებში და დატოვო შეგროვების პუნქტებში. მოათავსე სპეციალურ ყუთში.
შეგიძლია დააბრუნო შემდეგი მოწყობილობები:
IQOS და lil SOLID Მოწყობილობები.
ჩვენ არ ვამუშავებთ შესაფუთ მასალებს.გადააგდე ან გადაამუშავე მოწყობილობის შეფუთვა ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
მოწყობილობის ცირკულარული პროგრამის ფარგლებში შენ დააბრუნებ იმ IQOS-ის მოწყობილობა(ებ)ს , რომლებსაც აღარ იყენებ.
Trade In სერვისი გაძლევს საშუალებას შეცვალო ძველი თაობის მოწყობილობა უახლესი თაობის მოწყობილობაზე ფასთა სხვაობის დაფარვით. ამ სერვისით სარგებლობისათვის, შენ უნდა იყო რეგისტრირებული სრულწლოვანი მომხმარებელი.
მოწყობილობების მიღების შემდეგ, გადავიტანთ ჩვენს გადასამუშავებელ ერთ-ერთ ცენტრში. შენი მოწყობილობის მდგომარეობიდან და მოდელიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მისი გადამუშავება ან ახალი შანსის მიცემა. თუ შენი მოწყობილობა მუშა მდგომარეობაშია, ის შეიძლება განახლდეს.
სხვა შემთხვევაში, ზოგიერთი კომპონენტი გადამუშავდება და შეიძლება გარდაიქმნას ახალ ნივთად. მასალები, რომელთა გადამუშავება შეუძლებელია, გამოყენებული იქნება ენერგიის წარმოებისთვის.
არა. ცირკულარულ პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.